пятница, 27 февраля 2015 г.

საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

  • საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დაპყრობას არ აღიარებდა, ფორმალურად საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ფაქტობრივად კი საბჭოთა საოკუპაციო რაჟიმი დამყარდა.
საქართველოს რუკა 1921 წლამდე
ოკუპაციის პირველივე დღიდან საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს. გუბერნიებში, ქალაქებში, მაზრებში, სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. 1921 წელის მარტში რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა. ეს იყო უკანონო აქტი, რადგან რევკომს უფლება არ ჰქონდა დაეთხოვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საქართველოს რევკომმა გააუქმა დამოუკიდებელი საქართველოს მთელი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობა, დაშალეს ქართული ჯარი და სახალხო გვარდია. რევკომი ფორმალურად საქართველოს მმართველი იყო, სინამდვილეში კი საბჭოთა რუსეთის ნების აღმსრულებელი გახდა. ოკუპირებულ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში მთელ ძალაუფლებას ფლობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, რომლის სათავეში სერგო ორჯონიკიძე იყო. საბჭოთა რუსეთის XI წითელ არმიას სახელი გამოუცვალეს და უწოდეს „კავკასიის განსაკუთრებული არმია“.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება პირველივე დღიდან შეუდგა რეპრესიების გატარებას. მასობრივად აპატიმრებდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილ პოლიტიკურ და სამხედრო პირებს. დააპატიმრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ყოფილი სამხედრო მინისტრიგრიგოლ გიორგაძე, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრები, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი და მრავალი სხვა. მასობრივად აპატიმრებდნენ და დევნედნენ იმ მუშებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას არ თანაუგრძნობდნენ.
წითელი არმია თბილისში
საბჭოთა ხელისუფლება მიისწრაფოდა იმისთვის, რომ საოკუპაციო ხელისუფლებას კანონიერი სახე მიეღო. ამასთანავე აუცილებლად მიაჩნდათ რევკომების ხელისუფლება შეცვლილიყო საბჭოთა ხელისუფლებით. საქართველოშიც უნდა დამყარებულიყო ისეთივე პოლიტიკური სიტუაცია როგორც რუსეთში, ე.ი. ძალაუფლება როგორც ცენტრში, ისე ადგილზე, უნდა გადასულიყო მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოებში. საქართველოში საბჭოების არჩევნები უმკაცრეს პირობებში ჩატარდა. საოკუპაციო ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ ხალხს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასეთ ვითარებაში საბჭოების უმრავლესობა მოიპოვეს ბოლშევიკებმა. ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს საქართველოს საბჭოების I ყრილობის დელეგატთა არჩევნებშიც. საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა საქართველოს ოკუპაციის ერთი წლის თავზე. ყრილობამ დაამტკიცა „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ კონსტიტუცია. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა, ყრილობიდან ყრილობამდე კი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი). საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენდა სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო), რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა ცალკეულ უწყებებზე – სამხედრო კომისარიატზე დაყრდნობით. ხელისუფლება გუბერნიაშიც გადავიდა საბჭოების ხელში

ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ

  • ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ
რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოზე აგრესია შენიღბული ყოფილიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დახმარების მოტივით. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორესნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორია. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა„საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)“, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა „აჯანყებისთვის“. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა, საშა გეგეჭკორი და სხვები. იმავე დღეს, 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა, რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა. ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.
საქართველოში შემოიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია, სოჭის რაიონიდან აფხაზეთისკენ და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ. ძალები არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც რომ თურქეთმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყო. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. მიუხედავად ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა, ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.
1921 წლის 15-16 თებერვალს გამართული ბრძოლების შემდეგ, ქართულმა ჯარებმა უკან, თბილისისკენ დაიწყეს სვლა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ 20 თებერვალს მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს ბოლშევიკებმა კვლავ შემოუტიეს თბილისს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდნენ. 23 თებერვალს თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს თბილისის დაცვისთვის დაღუპულები. 24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მოწინააღმდეგეებმა შევსება მიიღეს, ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვენეტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების ბრძოლის სულისკვეთება. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო, რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების მიუხედავად, ის ოკუპანტებთან შეთანხმების პოლიტიკას არ დასდგომია. უფლებამოსილება არ მოუხსნია არცერთ სახელმწიფო ორგანოს, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვი ბრძოლაში.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

  • საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა


რუსეთ-საქართველოს ომი (1921)
დროშა
გერბი
1917 წლის რუსეთის ქტომბრის რევოლუცია შემდეგ,სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ოლშევიკები. 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა აქართველოს დაპყრობა, თუმცა უშედეგოდ. 1918-1920 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკებს საშუალება არ ჰქონდათ ავკასიაში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. 1920 წელს საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1920 წელს რუსეთმა მოახდინა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია, რაც აქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამ დროისთვის საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სრულად ემორჩილებოდა რდილოეთ კავკასიაც.
საქართველოს გასაბჭოების გეგმას უშუალოდ ამზადებდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, ერგო ორჯონიკიძის მეთაურობით. ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა რუსეთის XI არმია, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო განლაგებული. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები: ილიპე მახრაძე, ბუდუ მდივანი,ვლადიმერ დუმბაძე, შალვა ელიავა და სხვები. ოსკოვში საქართველოს გასაბჭოების საქმეს კოორდინაციას უწევადა რუსეთის ეროვნებათა საქმის კომისარი  იოსებ სტალინი.
საქართველოს სსრ-რუკა