- საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
რუსეთ-საქართველოს ომი (1921)
დროშა |
გერბი |
1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია შემდეგ,სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები. 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა საქართველოს დაპყრობა, თუმცა უშედეგოდ. 1918-1920 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკებს საშუალება არ ჰქონდათ კავკასიაში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. 1920 წელს საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1920 წელს რუსეთმა მოახდინა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია, რაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამ დროისთვის საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სრულად ემორჩილებოდა ჩრდილოეთ კავკასიაც.
საქართველოს გასაბჭოების გეგმას უშუალოდ ამზადებდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით. ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა რუსეთის XI არმია, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო განლაგებული. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახრაძე, ბუდუ მდივანი,ვლადიმერ დუმბაძე, შალვა ელიავა და სხვები. მოსკოვში საქართველოს გასაბჭოების საქმეს კოორდინაციას უწევადა რუსეთის ეროვნებათა საქმის კომისარი იოსებ სტალინი.
საქართველოს სსრ-რუკა |
Комментариев нет:
Отправить комментарий