пятница, 27 февраля 2015 г.

საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

  • საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დაპყრობას არ აღიარებდა, ფორმალურად საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ფაქტობრივად კი საბჭოთა საოკუპაციო რაჟიმი დამყარდა.
საქართველოს რუკა 1921 წლამდე
ოკუპაციის პირველივე დღიდან საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს. გუბერნიებში, ქალაქებში, მაზრებში, სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. 1921 წელის მარტში რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა. ეს იყო უკანონო აქტი, რადგან რევკომს უფლება არ ჰქონდა დაეთხოვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საქართველოს რევკომმა გააუქმა დამოუკიდებელი საქართველოს მთელი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობა, დაშალეს ქართული ჯარი და სახალხო გვარდია. რევკომი ფორმალურად საქართველოს მმართველი იყო, სინამდვილეში კი საბჭოთა რუსეთის ნების აღმსრულებელი გახდა. ოკუპირებულ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში მთელ ძალაუფლებას ფლობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, რომლის სათავეში სერგო ორჯონიკიძე იყო. საბჭოთა რუსეთის XI წითელ არმიას სახელი გამოუცვალეს და უწოდეს „კავკასიის განსაკუთრებული არმია“.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება პირველივე დღიდან შეუდგა რეპრესიების გატარებას. მასობრივად აპატიმრებდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილ პოლიტიკურ და სამხედრო პირებს. დააპატიმრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ყოფილი სამხედრო მინისტრიგრიგოლ გიორგაძე, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრები, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი და მრავალი სხვა. მასობრივად აპატიმრებდნენ და დევნედნენ იმ მუშებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას არ თანაუგრძნობდნენ.
წითელი არმია თბილისში
საბჭოთა ხელისუფლება მიისწრაფოდა იმისთვის, რომ საოკუპაციო ხელისუფლებას კანონიერი სახე მიეღო. ამასთანავე აუცილებლად მიაჩნდათ რევკომების ხელისუფლება შეცვლილიყო საბჭოთა ხელისუფლებით. საქართველოშიც უნდა დამყარებულიყო ისეთივე პოლიტიკური სიტუაცია როგორც რუსეთში, ე.ი. ძალაუფლება როგორც ცენტრში, ისე ადგილზე, უნდა გადასულიყო მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოებში. საქართველოში საბჭოების არჩევნები უმკაცრეს პირობებში ჩატარდა. საოკუპაციო ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ ხალხს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასეთ ვითარებაში საბჭოების უმრავლესობა მოიპოვეს ბოლშევიკებმა. ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს საქართველოს საბჭოების I ყრილობის დელეგატთა არჩევნებშიც. საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა საქართველოს ოკუპაციის ერთი წლის თავზე. ყრილობამ დაამტკიცა „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ კონსტიტუცია. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა, ყრილობიდან ყრილობამდე კი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი). საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენდა სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო), რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა ცალკეულ უწყებებზე – სამხედრო კომისარიატზე დაყრდნობით. ხელისუფლება გუბერნიაშიც გადავიდა საბჭოების ხელში

Комментариев нет:

Отправить комментарий