- 1924 წლის აჯანყება
შეფიცულები |
ემიგრაციაში მყოფი მთავრობა, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ყოველ ღონეს ხმარობდა დასავლეთის ქვეყნების საქართველოს პრობლემით დასაინტერესებლად, თუმცა უშედეგოდ. დასავლეთის ქვეყნები არ აპირებდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა კანის (1922), გენუისა (1922) და ლოაზის (1922-1923) კონფერენციებმა. საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას სათავეში უდგებიან სოციალ დემოკრატები, სოციალ ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, სოციალ რევოლუციონერები. პარტიებს შორის წინააღმდეგობების მიუხედავად, 1921 წლის გაზაფხულიდან იწყება აჯანყებისთვის მზადება. 1922 წლის გაზაფხულზე კი შეიქმნა ინტერპარტიული ორგანი – საქართველოს დემოკრატიული კომიტეტი (დამკომი). დამკომის წევრები იყვნენ: გოგიტა ფაღავა, იასონ ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე,კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, ნიკიფორე იმნაიშვილი, სამსონ დადიანი. საქარართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ გოგიტა ფაღავა, შემდეგ ნიკოლოზ ქარცივაძე, ხოლო ბოლოს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეუერთდნენ ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგელებიც.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ 1922 წელს შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, როლის აქტიური მოღვაწეები იყვნენ გოგიტა ფათავა, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები. სამხედრო ცენტრს სათავეში ედგა გენერალი კოტე აფხაზი. 1923 წელს სამხედრო ცენტრი ჩავარდა, საოკუპაციო ხელისუფლებამ კოტე აფხაზს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. სამხედრო ცენტრის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. დამსჯელმა ექსპედიციებმა ააოხრეს გურია, კახეთი, სვანეთი და მთელი საქართველო. სიკვდილით დასაჯეს ადრე დაპატიმრებული პოლიტიკური მოღვაწეებიც.
1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურაში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო შეიარაღებული გამოსლები. ჭიათურის სამხედრო გამოსვლის შემდგომ საოკუპაციო ხელისუფლებამ მთელ საქართველოში საგანგებო წესები შემოიღო. დაიწყო მოსახლეობის დარბევა, ტერორმა მოიცვა მთელი საქართველო. დამსჯელი ექსპედიციები განსაკუთრებით სისასტიკით უსწორდებოდნენ მოსახლეობას თბილისსა და ბათუმში.
მიუხედავად შეიარაღებული დაპირისპირების არაორგანიზებული დაწყებისა, აჯანყება მოედო გურიას, სამეგერლოს, იმერეთს, ქართლს, კახეთს. იგი სამი დღე გრძელდებოდა. საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდანვე ხელში აიღო ინიციატივა. მანგლისთან მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი დაიკავა, მოგვიანებით მიხვდა აჯანყების წარუმატებლობაში და საქართველო დატოვა. 4 სექტემბერს შეიპყრეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის ციხეებიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს პოლიტპატიმრები. სიკვდილით იქნენ დასჯილები ის ქართველი პოლიტპატიმრებიც, რომლებიც რუსეთის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. განსაკუთრებული სისასტიკე იქნა გამოჩენილი სადგურ ყვირილასთან სადაც ვაგონებშივე ჩახოცეს ჭიათურიდან ჩამოყვანილი ადამიანები. მარტო სამეგრელოში დახოცეს 450 ადამიანი. სულ ამ აჯანყებას ემსხვერპლა 4000 ადამიანი.
1925 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ მოაწყო 1924 წლის აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ ქაცვიძეს და სხვებს მიესაჯათ რუსეთში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий