- ეროვნული მოძრაობის დასაწყისი
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია |
ეროვნული მოძრაობა საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე იწყება. დაიწყო ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1921 წლის ზაფხულში აჯანყებამ მოიცვა სვანეთი. აჯანყებულებმა ადგილობრივი რევკომები დაამხეს, ადგილობრივი მილიცია განაიარაღეს და სვანეთისკენ მიმავალი გზები ჩაკეტეს. აჯანყება გავრცელდა რაჭაშიც, აჯანყებულებმა თბილისშიდელეგაცია გააგზავნეს და რევკომს მოთხოვნები წაუყენეს: რუსების გასვლა საქართველოსდან, ახალი ხელისუფლების ასარჩევად თავისუფალი არჩევნების ჩატარება. სვანეთში აჯანყების ჩასახშობად დამსჯელი რაზმები გაგზავნეს. სვანებმა მტერი დაამარცხეს, 500 ჯარისკაცი ტყვედ იგდეს. ზამთარში ახალი დამსჯელი რაზმების გაგზავნისთვის ხელისუფლებამ თავი შეიკავა და აჯანყების ჩახშობა 1922 წლის გაზაფხულისთვის გადადო. სვანებმა ამჯერადაც დაამარცხეს მტერი, ისინი 6 თვის განმავლობაში უმკლავდებოდნენ რეგულარულ შეტევას, ბოლოს აჯანყება დამარცხდა და დაიწყო რეპრესიები. 1921 წელს პარტიზანული რაზმი ჩამოყალიბდა კახეთსა და ხევსურეთში, აჯანყების ორგანიზებას შეუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ქართლში შეიარაღებული რაზმი შექმნა მიხეილ ლაშქარაშვილმა. 1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა, ჟინვალთან, დაამარცხა რუსეთის ჯარის ერთ-ერთი რაზმი. ხელისუფლებამ არაგვის ხეობაში დიდი სამხედრო ძალა გაგზავნა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უკან დაიხია და ხევსურეთში გადავიდა.
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა საქართველოს მუშათა კლასი. 1921 წლის ოქტომბერში თბილისის მუშათა დელეგაციამ საქართველოს რევკომს გადასცა მემორანდუმი. მემორანდუმში მოცემული იყო რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მოღვაწეობის ანალიზი და აღნიშნული იყო იმის შესახებ, თუ რას უქადდა ეს ყველაფერი საქართველოს. თბილისის მუშების დელეგაციის ნაწილი დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა მუშების საპროტესტო მოძრაობა. ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები მუშების მიმართ.
ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლს წარმოადგენდა, საქართველოს კათოიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას, მემორანდუმი გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი. 1922 წლის აპრილში იტალიის ქალაქ გენუაში გაიხსნა კონფერენცია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემები. კონფერენიის მუშაობაში მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთიც. ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნი ამ კონფერენციაზე არ დაუშვეს. ამბროსი ხელაია გენუის კონფრენციისგან მოითხოვდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაყვანას, ქართველი ერისთვის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებში თავისუფლების მინიჭებას. საქართველოს ხელისუფლებამ ამბროსი ხელაია დააპატიმრა.
Комментариев нет:
Отправить комментарий