- გაერთიანება ამიერკავკასიის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირში
საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი იმპერიის შესაქმნელად ახალი ფორმა გამონახა, საბჭოთა რესპუბლიკები - რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – ერთმანეთს შორის ნებაყოფლობით დებდნენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში ყველა რესპუბლიკა თანასწორი უნდა ყოფილიყო, საბჭოთა რუსეთის ზეწოლის შედეგად ყველა რესპუბლიკამ თანხმობა განაცხადა სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლაზე. საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საბჭოთა რესპუბლიკების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებამდე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალდატანებით გააერთიანაამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში. მოსკოვის გეგმის თანახმად ახალი სახელმწიფო უნდა შექმნილიყო რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკებისგან. ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები (ფილიპე მახარაძე, მიხეილ ოკუჯავა, კოტე ცინცაძე, ბუდუ მდივანი და სხვები). მათ ნაციონალ-უკოლნისტები უწოდეს. ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებისა, ოღონდ საქართველო ამ სახელმწიფოში უნდა შესულიყო დამოუკიდებელი და არა ამიერკავკასიის ფედერაციით, ნაციონალ-ოკულნისტები დამარცხდნენ. სერგო ორჯონიკიძემ შეძლო საქართველოს გაერთიანება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციულ კავაშირში. 1922 წლის დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა. 1922 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა დეკლარაციას სამოკავშირეო სახელმწიფოს – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ. ახალი საბჭოთა იმპერია ამიერიდან იურიდიულად გაფორმდა. დეკლარაციით და 1924 წელს მიღებული კონსტიტუციით საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო სუვერენული იყო და სარგებლობდა სამოკავშირეო სახელმწიფოდან გასვლის უფლებით. ეს ფორმალური უფლება ძალაში დატოვა 1936 წლის კონსტიტუციამაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий