суббота, 28 февраля 2015 г.

ავტონომიური ერთეულების შექმნა

  • ავტონომიური ერთეულების შექმნა


საბჭოთა რუსეთი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლად მიიჩნევდა ავტონომიური ერთეულების შექმნას. ახლო წარსულში დამოუკიდებელ საქართელოს არსებობის პერიოდში საბჭოთა რუსეთის წაქეზებით აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ხელყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. 1921 წელს განხორციელებული ოპერაციის შემდეგ აფხაზ და ოს სეპარატისტებს მფარველად მოევლინათ საბჭოთა რუსეთი. 1921 წლის მარტში საბჭოთა რუსეთის მითითების თანახმად აფხაზეთი გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1921 წლის მაისში მოსკოვის ძალდატანების შემდეგ რევკომმა ცნო აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა. 1921 წლის დეკემბერში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. მართალია აფხაზეთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, მაგრამ ის ავტონომიის სტატუსით სარგებლობდა. აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადება ყოვლად გაუმართლებელი იყო, მართალია აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა მაგრამ ამ აქტით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
საბჭოთა რუსეთი მფარველად მოევლინა ოს სეპარატისტებსაც. საქართველოს რევკომმა, ისევ მოსკოვის ნებით, 1921 წელს საქართველოს შემადგენლობაში შიდა ქართლის ტერიტორიაზე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ავტონომიური ოლქის შექმნის მომენტში სამაჩაბლოს მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, ამიტომ ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა არ იქნებოდა გამართლებული. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი პრაქტიკულად გამოცხადდა 1922 წელს.
სულ სხვა ვითარებაში მოხდა საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოცხადება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, 1921 წლის მარტში ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას. თურქეთმა აჭარა რუსეთს იმ პირობით დაუთმო, თუ აჭარა რელიგიურ და კულტურული უფლებების დაცვის მიზნით მიიღებდა ფართო ადმინისტრაციულ ავტონომიას. 1921 წელს საქართველოს რევკომმა ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში შექმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

Комментариев нет:

Отправить комментарий