- კოლექტივიზაცია
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში |
საბჭოთა წყობილებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სოფლად შექმნილი ვითარება წარმოადგენდა. კერძო საკუთრების არსებობის გამო საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები სოფლად სუსტი იყო. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკები მთავარ პრინციპს – კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. ქალაქად ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ფაბრიკა-ქარხნები, ასევე რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული. ბურჟუაზიის წინააღმდეგობაც დათრგუნვილი იყო, თუმცა ცხოვრების დონის დაქვეითებას შეიძლებოდა ქალაქშიც დაეძაბა ვითარება. გარდა ამისა, თუ მრეწველობა არ განვითარდებოდა, საჭირო დონეს ვერ მიაღწევდა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა, რაც გარესამყაროსთან დაპირისპირებულ საბჭოთა კავშირისთვის ძალზე საჭირო იყო.
იოსებ სტალინი |
საბჭოთა წყობილების მიერ სოფლად გატარებული რეფორმები ცნობილია „სოფლის კოლექტივიზაციის“ სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო სოფლად კერძო საკუთების ლიკვიდაცია და კოლექტიური მეურნეობის შექმნა. 20-იან წლების დამდეგს სოფლად მემამულური და მსხვილი მიწისმფლობელობის სხვა ფორმების ლიკვიდაციამ საბჭოთა ხელისუფლებას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მიწის მესაკუთრე გლეხობისთვის, ბოლშევიკების მიერ შეთავაზებული სოციალური იდეები მიუღებელი აღმოჩნდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლება კერძო საკუთრების წინააღმდეგი იყო, თუმცა ის ერთ დროს პოლიტიკური მოსაზრებით გლეხებისთვის მის მიერვე ნაჩუქებ მიწებს უკანვე ვერ წაართმევდა. ასეთი ნაბიჯი გლეხობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. ხოლო თუ მიწები კერძო მესაკუთრე გლეხობის ხელში დარჩებოდა, მათ ხელშივე დარჩებოდა პურით და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ქალაქის მოსახლეობის და უზარმაზარი არმიის მომარაგების საქმე, რასაც საბჭოთა ხელისუფლება არ დაუშვებდა. რადგან საბჭოთა ხელისუფლებას გლეხობისთვის მიწის წართმევა არ შეეძლო, შემუშავდა სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის სხვა ფორმა. სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობის მოტივით წვრილი გლეხური მეურნეობები გააერთიანეს კოლექტიურ მეურნეობებში (კოლმეურნეობებში). კოლმეურნეობაში შესული გლეხის მიწა და სხვა ქონება ხდებოდა მთელი კოლექტივის საკუთრება. მიღებული მოსავალიც კოლექტივის წევრებზე ნაწილდებოდა. თავდაპირველად სახელმწიფო კოლმეურნობის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. შემდგომ წლებში კოლმეურნეობები ვალდებულნი გახდნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეგმები შეესრულებინა და ამასთანავე ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ღარიბი გლეხობა რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ნებაყოფლობით გაერთიანდა კოლმეურნეობებში. საშუალო გლეხობა მერყეობდა, ხოლო მდიდარი გლეხობა („კულაკობა“) სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი საკურთრების კოლექტიურად გადაქცევის. საბოლოოდა საბჭოთა ხელისუფლებამ ღარიბ გლეხობაზე დაყრდნობით მოახერხა კოლაკობის წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლად კოლმეურნეობები დაამყარა.
საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილ იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნობით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზული დასაყრდენი იპოვა. კოლექტივიზაციის პროცესში საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა კატასტროფულად დაეცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий