суббота, 28 февраля 2015 г.

ინდუსტრიალიზაცია

  • ინდუსტრიალიზაცია

კომუნისტური პარტიის მიერ წარმოებული სოციალური მშენებლობა ითვალისწინებდა მრეწველობის ინდუსტრიალიზაციას, მსხვილი წარმოების უპირატეს განვითარებას. საქართველოში ინდუსტრიალიზაციას სერიოზული წარმატება ვერ შეიძლება მოეპოვებინა, რადგან მრეწველობის დონე 1925 წლისათვის 1914 წლის დონეს ვერ უტოლდებოდა. თუმაცა ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური ეფექტი კოლექტივიზაციაზე გაცილებით დიდი იყო. ინდუსტრიალიზაციის პროცესში მეტი ინტენსივობით ამუშავდა ჭიათურის მარგანეცის ქარხანატყვარჩელის ქვანახშირის წარმოებაბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა1933 წელს ამუშავდა ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა. პირველი წარმატებები მოპოვებულ იქნა ქვეყნის ელექტროფიკაციაში. ძველი სამრეწველო სიმძლავრეების ამოქმედებამ და ახალი საწარმოების მშენებლობამ შესაძლებელი გახადა მუშახელის დასაქმება.

კოლექტივიზაცია

  • კოლექტივიზაცია


ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში
საბჭოთა წყობილებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სოფლად შექმნილი ვითარება წარმოადგენდა. კერძო საკუთრების არსებობის გამო საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები სოფლად სუსტი იყო. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკები მთავარ პრინციპს – კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. ქალაქად ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ფაბრიკა-ქარხნები, ასევე რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული. ბურჟუაზიის წინააღმდეგობაც დათრგუნვილი იყო, თუმცა ცხოვრების დონის დაქვეითებას შეიძლებოდა ქალაქშიც დაეძაბა ვითარება. გარდა ამისა, თუ მრეწველობა არ განვითარდებოდა, საჭირო დონეს ვერ მიაღწევდა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა, რაც გარესამყაროსთან დაპირისპირებულ საბჭოთა კავშირისთვის ძალზე საჭირო იყო.
იოსებ სტალინი
საბჭოთა წყობილების მიერ სოფლად გატარებული რეფორმები ცნობილია „სოფლის კოლექტივიზაციის“ სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო სოფლად კერძო საკუთების ლიკვიდაცია და კოლექტიური მეურნეობის შექმნა. 20-იან წლების დამდეგს სოფლად მემამულური და მსხვილი მიწისმფლობელობის სხვა ფორმების ლიკვიდაციამ საბჭოთა ხელისუფლებას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მიწის მესაკუთრე გლეხობისთვის, ბოლშევიკების მიერ შეთავაზებული სოციალური იდეები მიუღებელი აღმოჩნდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლება კერძო საკუთრების წინააღმდეგი იყო, თუმცა ის ერთ დროს პოლიტიკური მოსაზრებით გლეხებისთვის მის მიერვე ნაჩუქებ მიწებს უკანვე ვერ წაართმევდა. ასეთი ნაბიჯი გლეხობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. ხოლო თუ მიწები კერძო მესაკუთრე გლეხობის ხელში დარჩებოდა, მათ ხელშივე დარჩებოდა პურით და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ქალაქის მოსახლეობის და უზარმაზარი არმიის მომარაგების საქმე, რასაც საბჭოთა ხელისუფლება არ დაუშვებდა. რადგან საბჭოთა ხელისუფლებას გლეხობისთვის მიწის წართმევა არ შეეძლო, შემუშავდა სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის სხვა ფორმა. სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობის მოტივით წვრილი გლეხური მეურნეობები გააერთიანეს კოლექტიურ მეურნეობებში (კოლმეურნეობებში). კოლმეურნეობაში შესული გლეხის მიწა და სხვა ქონება ხდებოდა მთელი კოლექტივის საკუთრება. მიღებული მოსავალიც კოლექტივის წევრებზე ნაწილდებოდა. თავდაპირველად სახელმწიფო კოლმეურნობის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. შემდგომ წლებში კოლმეურნეობები ვალდებულნი გახდნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეგმები შეესრულებინა და ამასთანავე ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ღარიბი გლეხობა რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ნებაყოფლობით გაერთიანდა კოლმეურნეობებში. საშუალო გლეხობა მერყეობდა, ხოლო მდიდარი გლეხობა („კულაკობა“) სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი საკურთრების კოლექტიურად გადაქცევის. საბოლოოდა საბჭოთა ხელისუფლებამ ღარიბ გლეხობაზე დაყრდნობით მოახერხა კოლაკობის წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლად კოლმეურნეობები დაამყარა.
საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილ იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნობით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზული დასაყრდენი იპოვა. კოლექტივიზაციის პროცესში საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა კატასტროფულად დაეცა.

საბჭოთა წყობილების მშენებლობა

  • საბჭოთა წყობილების მშენებლობა

საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ცხადი იყო, რომ 20-იანი წლების შუა ხანებისთის შექმნილი ვითარება მისთვის ძალზე საშიში იყო. პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აუცილებელი იყო ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობის სფეროში გარდაქმნების გატარება, ასევე პოლიტიკური სისტემის შელამაზება. ყოველივე ეს საქართველოში ისევე, როგორც მთელს საბჭოთა კავშირში, 20-30–იან წლებში მიმდინარეობდა და ცნობილია სოციალიზმის მშენებლობის სახელწოდებით.

1924 წლის აჯანყება

  • 1924 წლის აჯანყება

შეფიცულები
ემიგრაციაში მყოფი მთავრობა, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ყოველ ღონეს ხმარობდა დასავლეთის ქვეყნების საქართველოს პრობლემით დასაინტერესებლად, თუმცა უშედეგოდ. დასავლეთის ქვეყნები არ აპირებდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა კანის (1922), გენუისა (1922) და ლოაზის (1922-1923) კონფერენციებმა. საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას სათავეში უდგებიან სოციალ დემოკრატები, სოციალ ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, სოციალ რევოლუციონერები. პარტიებს შორის წინააღმდეგობების მიუხედავად, 1921 წლის გაზაფხულიდან იწყება აჯანყებისთვის მზადება. 1922 წლის გაზაფხულზე კი შეიქმნა ინტერპარტიული ორგანი – საქართველოს დემოკრატიული კომიტეტი (დამკომი). დამკომის წევრები იყვნენ: გოგიტა ფაღავა, იასონ ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე,კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, ნიკიფორე იმნაიშვილი, სამსონ დადიანი. საქარართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ გოგიტა ფაღავა, შემდეგ ნიკოლოზ ქარცივაძე, ხოლო ბოლოს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეუერთდნენ ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგელებიც.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ 1922 წელს შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, როლის აქტიური მოღვაწეები იყვნენ გოგიტა ფათავა, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები. სამხედრო ცენტრს სათავეში ედგა გენერალი კოტე აფხაზი. 1923 წელს სამხედრო ცენტრი ჩავარდა, საოკუპაციო ხელისუფლებამ კოტე აფხაზს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. სამხედრო ცენტრის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. დამსჯელმა ექსპედიციებმა ააოხრეს გურია, კახეთი, სვანეთი და მთელი საქართველო. სიკვდილით დასაჯეს ადრე დაპატიმრებული პოლიტიკური მოღვაწეებიც.
1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურაში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო შეიარაღებული გამოსლები. ჭიათურის სამხედრო გამოსვლის შემდგომ საოკუპაციო ხელისუფლებამ მთელ საქართველოში საგანგებო წესები შემოიღო. დაიწყო მოსახლეობის დარბევა, ტერორმა მოიცვა მთელი საქართველო. დამსჯელი ექსპედიციები განსაკუთრებით სისასტიკით უსწორდებოდნენ მოსახლეობას თბილისსა და ბათუმში.
მიუხედავად შეიარაღებული დაპირისპირების არაორგანიზებული დაწყებისა, აჯანყება მოედო გურიას, სამეგერლოს, იმერეთს, ქართლს, კახეთს. იგი სამი დღე გრძელდებოდა. საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდანვე ხელში აიღო ინიციატივა. მანგლისთან მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი დაიკავა, მოგვიანებით მიხვდა აჯანყების წარუმატებლობაში და საქართველო დატოვა. 4 სექტემბერს შეიპყრეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის ციხეებიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს პოლიტპატიმრები. სიკვდილით იქნენ დასჯილები ის ქართველი პოლიტპატიმრებიც, რომლებიც რუსეთის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. განსაკუთრებული სისასტიკე იქნა გამოჩენილი სადგურ ყვირილასთან სადაც ვაგონებშივე ჩახოცეს ჭიათურიდან ჩამოყვანილი ადამიანები. მარტო სამეგრელოში დახოცეს 450 ადამიანი. სულ ამ აჯანყებას ემსხვერპლა 4000 ადამიანი.
1925 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ მოაწყო 1924 წლის აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. კონსტანტინე ანდრონიკაშვილს, იასონ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ ქაცვიძეს და სხვებს მიესაჯათ რუსეთში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა.

ეროვნული მოძრაობის დასაწყისი

  • ეროვნული მოძრაობის დასაწყისი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია
ეროვნული მოძრაობა საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე იწყება. დაიწყო ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1921 წლის ზაფხულში აჯანყებამ მოიცვა სვანეთი. აჯანყებულებმა ადგილობრივი რევკომები დაამხეს, ადგილობრივი მილიცია განაიარაღეს და სვანეთისკენ მიმავალი გზები ჩაკეტეს. აჯანყება გავრცელდა რაჭაშიც, აჯანყებულებმა თბილისშიდელეგაცია გააგზავნეს და რევკომს მოთხოვნები წაუყენეს: რუსების გასვლა საქართველოსდან, ახალი ხელისუფლების ასარჩევად თავისუფალი არჩევნების ჩატარება. სვანეთში აჯანყების ჩასახშობად დამსჯელი რაზმები გაგზავნეს. სვანებმა მტერი დაამარცხეს, 500 ჯარისკაცი ტყვედ იგდეს. ზამთარში ახალი დამსჯელი რაზმების გაგზავნისთვის ხელისუფლებამ თავი შეიკავა და აჯანყების ჩახშობა 1922 წლის გაზაფხულისთვის გადადო. სვანებმა ამჯერადაც დაამარცხეს მტერი, ისინი 6 თვის განმავლობაში უმკლავდებოდნენ რეგულარულ შეტევას, ბოლოს აჯანყება დამარცხდა და დაიწყო რეპრესიები. 1921 წელს პარტიზანული რაზმი ჩამოყალიბდა კახეთსა და ხევსურეთში, აჯანყების ორგანიზებას შეუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ქართლში შეიარაღებული რაზმი შექმნა მიხეილ ლაშქარაშვილმა. 1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა, ჟინვალთან, დაამარცხა რუსეთის ჯარის ერთ-ერთი რაზმი. ხელისუფლებამ არაგვის ხეობაში დიდი სამხედრო ძალა გაგზავნა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უკან დაიხია და ხევსურეთში გადავიდა.
საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა საქართველოს მუშათა კლასი. 1921 წლის ოქტომბერში თბილისის მუშათა დელეგაციამ საქართველოს რევკომს გადასცა მემორანდუმი. მემორანდუმში მოცემული იყო რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მოღვაწეობის ანალიზი და აღნიშნული იყო იმის შესახებ, თუ რას უქადდა ეს ყველაფერი საქართველოს. თბილისის მუშების დელეგაციის ნაწილი დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა მუშების საპროტესტო მოძრაობა. ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები მუშების მიმართ.
ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლს წარმოადგენდა, საქართველოს კათოიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას, მემორანდუმი გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი. 1922 წლის აპრილში იტალიის ქალაქ გენუაში გაიხსნა კონფერენცია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემები. კონფერენიის მუშაობაში მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთიც. ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნი ამ კონფერენციაზე არ დაუშვეს. ამბროსი ხელაია გენუის კონფრენციისგან მოითხოვდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაყვანას, ქართველი ერისთვის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებში თავისუფლების მინიჭებას. საქართველოს ხელისუფლებამ ამბროსი ხელაია დააპატიმრა.

გაერთიანება ამიერკავკასიის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირში

  • გაერთიანება ამიერკავკასიის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირში

საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი იმპერიის შესაქმნელად ახალი ფორმა გამონახა, საბჭოთა რესპუბლიკები - რუსეთიუკრაინაბელორუსია, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – ერთმანეთს შორის ნებაყოფლობით დებდნენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში ყველა რესპუბლიკა თანასწორი უნდა ყოფილიყო, საბჭოთა რუსეთის ზეწოლის შედეგად ყველა რესპუბლიკამ თანხმობა განაცხადა სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლაზე. საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საბჭოთა რესპუბლიკების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებამდე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალდატანებით გააერთიანაამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში. მოსკოვის გეგმის თანახმად ახალი სახელმწიფო უნდა შექმნილიყო რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკებისგან. ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები (ფილიპე მახარაძემიხეილ ოკუჯავაკოტე ცინცაძებუდუ მდივანი და სხვები). მათ ნაციონალ-უკოლნისტები უწოდეს. ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებისა, ოღონდ საქართველო ამ სახელმწიფოში უნდა შესულიყო დამოუკიდებელი და არა ამიერკავკასიის ფედერაციით, ნაციონალ-ოკულნისტები დამარცხდნენ. სერგო ორჯონიკიძემ შეძლო საქართველოს გაერთიანება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციულ კავაშირში. 1922 წლის დეკემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა. 1922 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა დეკლარაციას სამოკავშირეო სახელმწიფოს – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ. ახალი საბჭოთა იმპერია ამიერიდან იურიდიულად გაფორმდა. დეკლარაციით და 1924 წელს მიღებული კონსტიტუციით საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო სუვერენული იყო და სარგებლობდა სამოკავშირეო სახელმწიფოდან გასვლის უფლებით. ეს ფორმალური უფლება ძალაში დატოვა 1936 წლის კონსტიტუციამაც.

ავტონომიური ერთეულების შექმნა

  • ავტონომიური ერთეულების შექმნა


საბჭოთა რუსეთი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლად მიიჩნევდა ავტონომიური ერთეულების შექმნას. ახლო წარსულში დამოუკიდებელ საქართელოს არსებობის პერიოდში საბჭოთა რუსეთის წაქეზებით აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ხელყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. 1921 წელს განხორციელებული ოპერაციის შემდეგ აფხაზ და ოს სეპარატისტებს მფარველად მოევლინათ საბჭოთა რუსეთი. 1921 წლის მარტში საბჭოთა რუსეთის მითითების თანახმად აფხაზეთი გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1921 წლის მაისში მოსკოვის ძალდატანების შემდეგ რევკომმა ცნო აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა. 1921 წლის დეკემბერში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. მართალია აფხაზეთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, მაგრამ ის ავტონომიის სტატუსით სარგებლობდა. აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადება ყოვლად გაუმართლებელი იყო, მართალია აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა მაგრამ ამ აქტით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
საბჭოთა რუსეთი მფარველად მოევლინა ოს სეპარატისტებსაც. საქართველოს რევკომმა, ისევ მოსკოვის ნებით, 1921 წელს საქართველოს შემადგენლობაში შიდა ქართლის ტერიტორიაზე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ავტონომიური ოლქის შექმნის მომენტში სამაჩაბლოს მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, ამიტომ ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა არ იქნებოდა გამართლებული. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი პრაქტიკულად გამოცხადდა 1922 წელს.
სულ სხვა ვითარებაში მოხდა საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოცხადება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, 1921 წლის მარტში ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას. თურქეთმა აჭარა რუსეთს იმ პირობით დაუთმო, თუ აჭარა რელიგიურ და კულტურული უფლებების დაცვის მიზნით მიიღებდა ფართო ადმინისტრაციულ ავტონომიას. 1921 წელს საქართველოს რევკომმა ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში შექმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

пятница, 27 февраля 2015 г.

საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

  • საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დაპყრობას არ აღიარებდა, ფორმალურად საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ფაქტობრივად კი საბჭოთა საოკუპაციო რაჟიმი დამყარდა.
საქართველოს რუკა 1921 წლამდე
ოკუპაციის პირველივე დღიდან საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს. გუბერნიებში, ქალაქებში, მაზრებში, სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. 1921 წელის მარტში რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა. ეს იყო უკანონო აქტი, რადგან რევკომს უფლება არ ჰქონდა დაეთხოვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საქართველოს რევკომმა გააუქმა დამოუკიდებელი საქართველოს მთელი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობა, დაშალეს ქართული ჯარი და სახალხო გვარდია. რევკომი ფორმალურად საქართველოს მმართველი იყო, სინამდვილეში კი საბჭოთა რუსეთის ნების აღმსრულებელი გახდა. ოკუპირებულ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში მთელ ძალაუფლებას ფლობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, რომლის სათავეში სერგო ორჯონიკიძე იყო. საბჭოთა რუსეთის XI წითელ არმიას სახელი გამოუცვალეს და უწოდეს „კავკასიის განსაკუთრებული არმია“.
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება პირველივე დღიდან შეუდგა რეპრესიების გატარებას. მასობრივად აპატიმრებდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილ პოლიტიკურ და სამხედრო პირებს. დააპატიმრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ყოფილი სამხედრო მინისტრიგრიგოლ გიორგაძე, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, დამფუძნებელი კრების წევრები, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი და მრავალი სხვა. მასობრივად აპატიმრებდნენ და დევნედნენ იმ მუშებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას არ თანაუგრძნობდნენ.
წითელი არმია თბილისში
საბჭოთა ხელისუფლება მიისწრაფოდა იმისთვის, რომ საოკუპაციო ხელისუფლებას კანონიერი სახე მიეღო. ამასთანავე აუცილებლად მიაჩნდათ რევკომების ხელისუფლება შეცვლილიყო საბჭოთა ხელისუფლებით. საქართველოშიც უნდა დამყარებულიყო ისეთივე პოლიტიკური სიტუაცია როგორც რუსეთში, ე.ი. ძალაუფლება როგორც ცენტრში, ისე ადგილზე, უნდა გადასულიყო მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოებში. საქართველოში საბჭოების არჩევნები უმკაცრეს პირობებში ჩატარდა. საოკუპაციო ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ ხალხს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასეთ ვითარებაში საბჭოების უმრავლესობა მოიპოვეს ბოლშევიკებმა. ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს საქართველოს საბჭოების I ყრილობის დელეგატთა არჩევნებშიც. საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა საქართველოს ოკუპაციის ერთი წლის თავზე. ყრილობამ დაამტკიცა „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ კონსტიტუცია. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა საქართველოს საბჭოების ყრილობა, ყრილობიდან ყრილობამდე კი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი). საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენდა სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო), რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა ცალკეულ უწყებებზე – სამხედრო კომისარიატზე დაყრდნობით. ხელისუფლება გუბერნიაშიც გადავიდა საბჭოების ხელში

ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ

  • ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ
რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოზე აგრესია შენიღბული ყოფილიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დახმარების მოტივით. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორესნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორია. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა„საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)“, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა „აჯანყებისთვის“. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა, საშა გეგეჭკორი და სხვები. იმავე დღეს, 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა, რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა. ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.
საქართველოში შემოიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია, სოჭის რაიონიდან აფხაზეთისკენ და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ. ძალები არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც რომ თურქეთმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყო. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. მიუხედავად ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა, ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.
1921 წლის 15-16 თებერვალს გამართული ბრძოლების შემდეგ, ქართულმა ჯარებმა უკან, თბილისისკენ დაიწყეს სვლა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ 20 თებერვალს მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს ბოლშევიკებმა კვლავ შემოუტიეს თბილისს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდნენ. 23 თებერვალს თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს თბილისის დაცვისთვის დაღუპულები. 24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მოწინააღმდეგეებმა შევსება მიიღეს, ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვენეტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების ბრძოლის სულისკვეთება. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო, რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების მიუხედავად, ის ოკუპანტებთან შეთანხმების პოლიტიკას არ დასდგომია. უფლებამოსილება არ მოუხსნია არცერთ სახელმწიფო ორგანოს, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვი ბრძოლაში.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

  • საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა


რუსეთ-საქართველოს ომი (1921)
დროშა
გერბი
1917 წლის რუსეთის ქტომბრის რევოლუცია შემდეგ,სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ოლშევიკები. 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა აქართველოს დაპყრობა, თუმცა უშედეგოდ. 1918-1920 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკებს საშუალება არ ჰქონდათ ავკასიაში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. 1920 წელს საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1920 წელს რუსეთმა მოახდინა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია, რაც აქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამ დროისთვის საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სრულად ემორჩილებოდა რდილოეთ კავკასიაც.
საქართველოს გასაბჭოების გეგმას უშუალოდ ამზადებდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, ერგო ორჯონიკიძის მეთაურობით. ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა რუსეთის XI არმია, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო განლაგებული. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები: ილიპე მახრაძე, ბუდუ მდივანი,ვლადიმერ დუმბაძე, შალვა ელიავა და სხვები. ოსკოვში საქართველოს გასაბჭოების საქმეს კოორდინაციას უწევადა რუსეთის ეროვნებათა საქმის კომისარი  იოსებ სტალინი.
საქართველოს სსრ-რუკა